4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა კალიფორნიაში მომხდარი სროლის შედეგად
4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა კალიფორნიაში მომხდარი სროლის შედეგად. დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ინციდენტი ქალაქ სტოკსტონში ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
