პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და სხვა ქვეყნისგან ნებართვა და მითითები არ სჭირდება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და სხვა ქვეყნისგან ნებართვა და მითითები არ სჭირდება. „მოსკოვში გუშინდელი შეხვედრის შესახებ ომის მომხრე ევროპელი პოლიტიკოსების იმედგაცრუებული განცხადებების წაკითხვის ვფიქრობ, განმარტებებია საჭირო. ჩვენ, უნგრელებს, არ გვჭირდება ბრიუსელიდან, ბერლინიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან ნებართვა ან მანდატი. ჩვენ ვახორციელებთ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას და ჩვენი გადაწყვეტილებები განისაზღვრება ჩვენი ეროვნული ინტერესებით, მოსწონთ ეს ბრიუსელში თუ არა“, – წერს სიიარტო. ცნობისთვის, 28 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
