უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს განიხილავენ. ასევე განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.
