ვაშინგტონ პოსტის სტატია
„მომავალ კვირას, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის მხრიდან ზეწოლის ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდება, იმ ფონზე, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვა კორუფციულმა სკანდალმა მოიცვა“,- ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. გამოცემის ცნობით, ოპოზიციის ლიდერები ზელენსკის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, მოსკოვი კი მისი ქვეყნის დაბომბვას განაგრძობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კრიზისი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ გამწვავდა, რომელმაც თანამდებობა ანტიკორუფციული ორგანოების მიერ მისი ჩხრეკის შემდეგ დატოვა. პოლიტოლოგები ზელენსკის ყველაზე სანდო პიროვნების გადადგომას, „მარჯვენა ხელის მოჭრას“ ადარებენ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ირგვლივ „ფსიქოლოგიურ ვაკუუმს“ ქმნის.
