მეუფე შიოს ქადაგება
სულიერი სიმდიდრის მოხვეჭის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქადაგებისას, მეუფე შიომ. როგორც აღნიშნა, ადამიანი ღმერთში უნდა მდიდრდებოდეს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ დღეს წაკითხული სახარებიდან იგავზე ისაუბრა და მრევლს ღვთის მცნებების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა.
