„ერთი დღე ჯარში“
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ. თბილისის 97-ე, 215-ე და 219-ე სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს თეორიულად ეცნობიან. მათ ადგილზე ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბრიგადის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც გააცნეს. სკოლის მოსწავლეებმა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება.
