განათლების მინისტრი იმერეთში კოლეჯ „იბერიას“ და აჭარაში კოლეჯ „ბლექსის“ ესტუმრა
განათლების მინისტრი იმერეთში კოლეჯ „იბერიას“ და აჭარაში კოლეჯ „ბლექსის“ ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლებლების წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კოლეჯების წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია. მინისტრი ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობასაც გაეცნო. პროექტით 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა და 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი შენდება. ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება. ქუთაისისა და ბათუმის კოლეჯები მსურველებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.
