მერაბ შარიქაძემ „რკენას“ ღონისძიებაზე პოლონელი პატრიკ კონტნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში წარმატებული აღმოჩნდა. მერაბ შარიქაძემ „რკენას“ ღონისძიებაზე პოლონელი პატრიკ კონტნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. შარიქაძე წლების განმავლობაში რაგბის თამაშობდა და კაპიტნის რანგში საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია.
