საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება. თამაში განსაკუთრებულია გიორგი შერმადინისთვის, რომელიც ბოლო სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
