დონალდ ტრამპის სახელობის არყის შეკვეთა უკვე შესაძლებელია
დონალდ ტრამპის სახელობის არყის შეკვეთა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ მისი ვაჟი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. არაყი, სახელწოდებით ტრამპი 47 დოლარი და 45 ცენტი ეღირება. მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალკოჰოლი არასდროს მოუხმარია და ყოველთვის მოუწოდებდა ახალგაზრდებს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარი ეთქვათ.
