უკრაინა გერმანიისგან არტილერიის, დრონების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისთვის რეკორდულ თანხას, 11,5 მილიარდ ევროს მიიღებს
უკრაინა გერმანიისგან არტილერიის, დრონების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისთვის რეკორდულ თანხას, 11,5 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობელი ვართ გერმანიის პარლამენტის, მთავრობის, განსაკუთრებით კი ჩემი კოლეგის, ბორის პისტორიუსის. მადლობა გერმანელ ხალხს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“,- აცხადებს შმიგალი.
