დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინას „ტომაჰავკის“ რაკეტების ნაცვლად ამერიკული ტარიფებისგან გათავისუფლება შესთავაზა
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინას „ტომაჰავკის“ რაკეტების ნაცვლად ამერიკული ტარიფებისგან გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს. „უიტკოფმა უკრაინულ მხარეს შესთავაზა, სხვა ტაქტიკა ეცადა. მან უთხრა უკრაინელებს, რომ მათთვის ტომაჰავკების მიწოდებას აზრი არ ჰქონდა და ნაცვლად ამისა, ურჩია, ტრამპისთვის 10 წლით ტარიფებისგან გათავისუფლება ეთხოვათ“,- ნათქვამია სტატიაში.
