ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ ომის გრძელვადიან შეწყვეტაზე უარი არ უნდა თქვას
„უკრაინამ ომის გრძელვადიან შეწყვეტაზე უარი არ უნდა თქვას“,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი საკუთარ ბლოგში წერს. ზალუჟნის განცხადებით, უკრაინისთვის ომში გამარჯვება რუსეთის იმპერიის დაშლა იქნებოდა, რაც არ ხერხდება, გრელვადიანი შეთანხმება კი ომების ისტორიაში ყველაზე აპრობირებული მეთოდია და ის უკრაინას პოლიტიკური ცვლილებების, რეფორმების გატარების, ეკონომიკის განვითარებისა და მოქალაქეების დაბრუნების საშუალებას მისცემს.
