უკრაინული დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს დღეს ფლორიდაში გამართავს
„სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, როგორ დავასრულოთ ღირსეულად ომი“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულ დელეგაციას ამერიკულ მხარესთან მოსალაპარაკებლად საჭირო დირექტივები აქვს მიცემული. უკრაინული დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს დღეს ფლორიდაში გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიღებენ.
