გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სტამბოლში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სტამბოლში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაში ნინო თანდილაშვილმა ყურადღება, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საკვების ნარჩენებისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით. ისაუბრა 2023 წლიდან მოქმედ კანონზე რომელიც უზრუნველყოფს საკვების დანაკარგის შემცირებას, დონაციის ხელშეწყობასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მინისტერიალი თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით გაიმართა. პანელურ დისკუსიას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ
