კორუფციული სკანდალი და სამშვიდობო გეგმა
უკრაინაში ომის დასრულებისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებს კიევის მთავარი მომლაპარაკებელი გამოაკლდა. კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებულ ანდრეის ერმაკს, შემცვლელი უკვე მოუძებნეს. უკრაინელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავად ფაქტი რომ კორუფციაში პრეზიდენტის უახლოესი მრჩეველი მონაწილეობდა, მიმდინარე მოლაპარაკებებისას კიევს არასახარბიელო პოზიციაში აყენებს და უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტს აძლიერებს. თავად ანდრეი ერმაკი კი, რომელიც თავს ღირსება-შებღალულად მიჩნევს, რეპუტაციის აღდგენას მოლაპარაკებების მაგიდიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე ცდილობს
