გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ გისენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ გისენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრაცია ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დაარსების წინააღმდეგ იმართებოდა. მისი შექმნის წინააღმდეგ 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. პოლიციასთან დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა საავტომობილო ხიდი გადაკეტეს
