რუსეთმა ჟენევაში გამართული კონსულტაციების შედეგად კორექტირებული სამშვიდობო გეგმის მიღება და მასზე მსჯელობის მზაობა დაადასტურა
რუსეთმა ჟენევაში გამართული კონსულტაციების შედეგად კორექტირებული სამშვიდობო გეგმის მიღება და მასზე მსჯელობის მზაობა დაადასტურა. ამის შესახებ ცნობას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ავრცელებს, თუმცა ალტერნატიულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოსკოვის რეაქციაზე არ საუბრობს. მისივე თქმით, მომავალ კვირას ვლადიმირ პუტინი მოსკოვში სტივ უიტკოფს უმასპინძლებს, პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის ღიაა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალების გამხელას არ აპირებს
