მოლდოვამ საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის გამო დროებით დახურა
მოლდოვამ საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის გამო დროებით დახურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ღამით მოხდა, საჰაერო სივრცეში დრონების შეფრენის შესახებ კი კიშინეუს უკრაინელმა მესაზღვრეებმა აცნობეს. სიფრთხილის მიზნით, მოლდოვაში საჰაერო სივრცე დროებით დახურეს, თუმცა ჩრდილოეთ რეგიონის გარდა, მალევე გახსნეს. მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერიტორიის შემოწმების შემდეგ მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი არ აღმოუჩენიათ
