საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. რეკრუტები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. რაც შეეხება ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ჩარიცხულ წვევამდელებს, კურსის მსვლელობისას ინსტრუქტორებმა და კურსის ხელმძღვანელობამ შეაფასა მათი სამეთაურო-ლიდერული უნარ-ჩვევები. შერჩეული 33 სამხედრო, გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ოცეულის მეთაურის მომზადების 23-კვირიან კურსს გაივლის, დანარჩენები კი, სამეთაურო მომზადებას გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში. წვევამდელების უმრავლესობა ნებაყოფლობით გამოცხადებული სტუდენტები და უმაღლესდამთავრებულები არიან
