ევრობიუროკრატების დირექტივით მოქმედი ოპოზიცია, რომელმაც ბრიუსელთან შეთანხმებული მანიფესტი გადამალა
ევრობიუროკრატების დირექტივით მოქმედი ოპოზიცია, რომელმაც ბრიუსელთან შეთანხმებული მანიფესტი გადამალა. საუბარია „პრაიმ ტაიმის“ მიერ მოპოვებულ ტექსტზე, რომლის გამჟღავნების შემდეგაც, რადიკალებმა მისი წაკითხვა გადაიფიქრეს. არა და გუშინდელი შეკრების ორგანიზატორთა ნაწილს წამოსცდა, რომ ტექსტი ნამდვილად ჰქონდათ. მანიფესტში ოპოზიციას, ტრამპისეული “დიპ სტეიტის” ცრუ ნარატივი აქვს ნახსენები. შესაბამისად ჩნდება კითხვა, ტექსტის გადამალვის მიზეზი იყო თუ არა, დონალდ ტრამპის კრიტიკა და ტრამპის რუსეთთან კავშირებზე საუბარი. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ხელისუფლებას ნებისმიერი გზით უნდა შეეწინააღმდეგონ. საუბარია არჩევნებზე, ევროატლანტიკური გზა კი მათთვის პატიმრების გათავისუფლებაზე გადის
