ჩადენილ დანაშაულს ალეკო ელისაშვილი აღიარებს და ადასტურებს ფაქტებს
ჩადენილ დანაშაულს ალეკო ელისაშვილი აღიარებს და ადასტურებს ფაქტებს. სიტყვების უკან წაღება მოუხდა ადვოკატს, რომელიც ამტკიცებდა რომ საქმე, თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული იყო. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, დაკავებული ელისაშვილი მხოლოდ იმას ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. გამთენიისას, შენიღბულმა ელისაშვილმა, რომელსაც თან იარაღიც ჰქონდა, ჩაქუჩით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის გარე ფასადის მინა, შეაღწია შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა. გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდა მანდატური
