სკანდალი რუმინეთში
სკანდალია რუმინეთში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იონუც მოშტიანუ თანამდებობიდან რეზიუმეში მცდარი ინფორმაციის შეტანის გამო გადადგა. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გამოცემა „ლიბრტატეამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იონუც მოშტიანუმ რეზიუმეს განათლების გრაფაში ჩაწერა, რომ 1990-იან წლებში ის ბუქარესტის უნივერსიტეტ „ათენაუმში“ მენეჯმენტის სპეციალობით სწავლობდა. უნივერსიტეტში კი განაცხადეს, რომ ასეთი სტუდენტი არ ჰყოლიათ და რომ მენეჯმენტის პროგრამაც მხოლოდ 2020 წლიდან ჩაეშვა. მოშტიანუმ ბოდიში მოიხადა და მომხდარი დაუდევრობას მიაწერა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში „ბიორეტას“ უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, შემდეგ კი თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა გამოაქვეყნა
