უკრაინის დელეგაცია „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება
უკრაინის დელეგაცია „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ცნობას ბლუმბერგი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ, უკრაინის წარმომადგენლები პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს ფლორიდაში შეხვდებიან. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისლიცა იქნებიან
