კიევში ღამის თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
კიევში ღამის თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 15 დაშავებულია, მათ შორის 10 ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მასირებული თავდასხმის სამიზნეში დედაქალაქის რამდენიმე კვარტალი, მათ შორის დნეპროვსკის, დარნიცის, სვიატიშევსკიასა და კიევის ოლქის რაიონები მოექცა. დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები. რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად კიევის რამდენიმე რაიონში ელექტრო მომარაგება შეწყდა. მოსახლეობამ ღამე მეტრო სადგურებში გაშლილ კარვებში გაათენა
