განათლების მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
განათლების მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გივი მიქანაძემ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრეებს თარიღი მიულოცა და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მეცნიერებსა და ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სიგელით სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. ასევე, უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის მედალი აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს გადაეცა, შეირჩა 17 საპატიო დოქტორი. ასევე უნივერსიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო: გაიმართა ფოტოგამოფენა „ბსუ 90“ და სპეციალურად მოწყობილ სამეცნიერო კარვებში სტუმრებმა საფაკულტეტო და კვლევითი მიმართულებების სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს
