საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. წვევამდელები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით არიან გაწვეული. დღეიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. რაც შეეხება ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით ჩარიცხულ წვევამდელებს, კურსის მსვლელობისას ინსტრუქტორებმა და კურსის ხელმძღვანელობამ შეაფასა მათი სამეთაურო-ლიდერული უნარჩვევები. შერჩეული 33 სამხედრო, გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ოცეულის მეთაურის მომზადების 23 კვირიან კურსს გაივლის, დანარჩენები კი, სამეთაურო მომზადებას გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში. თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების 11 თვის ვადით გაწვევის ეს პირველი შემთხვევაა. წვევამდელების უმრავლესობა ნებაყოფლობით გამოცხადებული სტუდენტები და უმაღლესდამთავრებულები არიან
