პირველად პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნება
პირველად პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. საპოლიციო სისტემას ეყოლება ბაკალავრის დიპლომის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის, სრულყოფილი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები, მესაზღვრე-კონტროლიორები, მესაზღვრეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი; სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება
