ტანას აღკვეთილში დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა 200 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ტანას აღკვეთილში, 200 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს. სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და მათი ბუნებრივი პოპულაციების გამყარებას ისახავს. კაკბები ტანას აღკვეთილის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალურ ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს
