დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ავტოფარეხების ადგილზე სპორტული მოედანი მოეწყო
დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ავტოფარეხების ადგილზე სპორტული მოედანი მოეწყო. დიდუბის გამგეობამ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა. მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ მოსასვენებელ სივრცეს. სამუშაოებისთვის ჯამში 835 000 ლარამდე დაიხარჯა
