შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველად შეიქმნება და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. პროგრამის განხორციელების შედეგად, საპოლიციო სისტემას ეყოლება ბაკალავრის დიპლომის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის, სრულყოფილი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები, მესაზღვრე-კონტროლიორები, მესაზღვრეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი. სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება
