ამოღებული 18 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და დაკავებული უკრაინის მოქალაქე
ამოღებული 18 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და დაკავებული უკრაინის მოქალაქე. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულის ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
