პარლამენტის თავმჯდომარემ ევრობიუროკრატების იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თითქოს საქართველოში მიღებული კანონები არათავსებადია ევროკავშირის სტანდარტებთან
პარლამენტის თავმჯდომარემ ევრობიუროკრატების იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თითქოს საქართველოში მიღებული კანონები არათავსებადია ევროკავშირის სტანდარტებთან. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პატარა და სუსტ ქვეყნად თვლიან. რაც ევრობიუროკრატების მხრიდან ახალი არ არის, რადგან წლების განმავლობაში ვინც ძლევამოსილები იყვნენ, ისე არღვევდნენ საერთაშორისო სამართალს, როგორც მათი პოლიტიკური დღის წესრიგი მოითხოვდა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას, რომ სამოქალაქო სექტორის დასაფინანსებლად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ეს კი შალვა პაპუაშვილის თქმით არის პირდაპირი მხილება, რომ იმ წესის მიღებას აპირებენ, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ. მან ბრიუსელის ბიუროკრატებს ცრუ ნარატივების შემქმნელები უწოდა
