კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტის რუსთაველის დარბაზში დიდი ქართველი მოღვაწისა და პოეტის, გმირი მარო მაყაშვილის მამის, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა საიუბილეო ალბომიც. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პროზაიკოსები, პოეტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
