საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკის პარალელურად, ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის რეგულაციები გაამკაცრა
საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკის პარალელურად, ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის რეგულაციები გაამკაცრა. ევროპარლამენტარი ტიერი მარიენი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც, ანაზღაურებადი ლობიზმის კონტროლის მიზნით, საერთო რეესტრის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ დოკუმენტი იმ კანონს ჰგავს, რომელიც საქართველომ 2 წლის წინ მიიღო.
