დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობკომპანია ლუკოილის საერთაშორისო ფილიალების წინააღმდეგ სანქციების დაწესება გადადო
ისინი დღეს უნდა ამოქმედებულიყო. დიდი ბრიტანეთის ხაზინის გადაწყვეტილებით, ლუკოილ ინტერნეშენალისა და მისი შვილობილი კომპანიების აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება 26 თებერვლამდეა დაშვებული. ბლუმბერგის ცნობით, დიდ ბრიტანეთი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს ლიცენზია.
