ბელგიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას საფრთხეს შეუქმნის
ბარტ დე ვივერმა ეს გაფრთხილება ევროკომისიის პრეზიდენტს წერილობით გაუგზავნა. ბრიუსელი ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინისთვის სესხის სახით გადაცემას გეგმავს, რათა კიევმა ეს თანხა თავდაცვითი და საბიუჯეტო ხარჯებისთვის გამოიყენოს. სააგენტო როიტერსის და ფაინენშალ ტაიმსის ცნობით, ბელგიის პრემიერმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა, რომ აღნიშნული სქემა ფუნდამენტურად არასწორია, ვინაიდან ასეთი აქტივების განკარგვის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.
