უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის 10 თანამშრომელი კიევის სამთავრობო კვარტალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შევიდა. ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი კორუფციული საქმის გამოძიებას უკავშირდება. ანდრეი ერმაკი წერს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
