ლაზური ნავის ერთადერთ ოსტატს, მირიან ნუმანიშვილს „ცოცხალი საუნჯის“ საპატიო სტატუსი მიენიჭა.
ეს აღიარება ხაზს უსვამს ტრადიციული ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მიზანია უნიკალური ცოდნისა და უნარების უწყვეტად გადაცემის ტრადიციის შენარჩუნება.
