განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, ქუთაისში სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, ქუთაისში სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ცენტრს მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გადაეცემა.
