ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებს მმართველი გუნდი იმას, რაც საკალათბურთო მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის სიტყვას მოჰყვა
გიორგი შერმადინმა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო თამაში ითამაშა. კალათბურთელი თითქმის 20- წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის დასრულების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის კარიერულ წინსვლაში წვლილი შეიტანა. სპორტის მხარდაჭერისთვის გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პრემიერ მინისტრს. მის სიტყვას დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანის შეძახილი მოჰყვა.
