ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს
ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ელჩი ოპოზიციასაც ახსენებს. ფიშერის ამ განცხადებას დიპლომატიური სტანდარტების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს მმართველი გუნდი.
