დონალდ ტრამპის განკარგულებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ეგრეთ წოდებული „შეშფოთების გამომწვევი“ 19 ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში ჩასული ადამიანებისთვის გაცემულ „მწვანე ბარათებს“ გადაამოწმებს
ისედაც გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე, კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ავღანეთიდან შეერთებულ შტატებში ჩასულმა რაჰმანულა ლაკანვალიმ თეთრი სახლის მიმდებარედ შტატების ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ამ დრომდე გაურკვეველი მოტივით დაჭრა. მათგან ერთი ღამით გარდაიცვალა.
