სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ქვეყანამ რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია დე ფაქტო დატოვა
ტელეგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ალენ სიმონიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციიდან გამოსვლა რუსული განწყობის ეკვივალენტურია. სომხეთის პარლამენტის სპიკერის ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ბიშკეკში გამართულ სამიტს სომხეთის დელეგაცია არ დაესწრებოდა.
