საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი „თბილისი არენის“ დარბაზში უკრაინასთან მატჩით გახსნა
საქართველო დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდა. კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს ტენერიფეში, ესპანეთთან გამართავს. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20- წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს.
