ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა. მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება.
