მოსკოვის გამზირზე 3 200 კვ.მ ფართობზე, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გაკეთდება საბავშვო გასართობი სივრცე, დამონტაჟდება დამცავი მოაჯირი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო.
