უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს
მათ შორის არიან - ინდოეთის, განის, ნიგერიის, პაკისტანის, ირანის, კენიის, ტუნისის, იემენის, ეგვიპტის, თურქეთის, ჩინეთის, მაროკოს და ბანგლადეშის მოქალაქეები. ამჟამად ისინი მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
