საფრანგეთის პრეზიდენტმა 10-თვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის პროგრამა გამოაცხადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა 10-თვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის პროგრამა გამოაცხადა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს ინიციატივა ეროვნული სამხედრო მზადყოფნის გაზრდასა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც ასევე, პირდაპირი პასუხია რუსეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეზე. პროგრამა 18-19 წლის მოხალისეებზეა გათვლილი და ის ეტაპობრივად, მომავალი ზაფხულიდან ამოქმედდება. ამასთანავე, საფრანგეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის რვა მილიარდი ევროთი გაზრდასაც გეგმავს
