ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტაშკენტში, ევროკავშირის თანაორგანიზებით გამართულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტაშკენტში, ევროკავშირის თანაორგანიზებით გამართულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა. დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას, ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას
